მომსახურება
1. პირველი ლიანდაგისპირა ეზო შემაღლებული ლიანდაგით გათვალისწინებულია 5(ხუთი) ვაგონი სხვადასხვა ნაყარი ტვირთით დატვირთული ნახევარვაგონების დასაცლელად შამოსაცლელი ლუკების ორმხრივი გაღებით.
2. მეორე ლიანდაგისპირა ეზო გათვალისწინებულია 5(ხუთი) ვაგონი სხვადასხვა მშრალი ტვირთის დაცლა-დატვირთვისთვის ავტოამწით ან სხვა მექანიზირებული საშუალებებით.
3. მესამე ლიანდაგისპირა ეზო შემაღლებული ბაქანი-პანდუსით, გათვალისწინებულია 2(ორი) დახურული ვაგონის დაცლა-დატვირთვისთვის ავტოკარის საშუალებით.
4. საჭიროების შემთხვევაში პირველ, მეორე და მესამე ლიანდაგისპირა ეზოებში ერთდროულად შესაძლებელია 15(თხუთმეტი) ვაგონის დაცლა-დატვირთვის ოპერაციები ავტოამწით ან სხვა მექანიზირებული საშუალებებით.
5. შპს ,,რმ-კომპანია,,-ს ჩიხში მუდმივად იმყოფება სამკუბიანი დამტვირთველი ჩამოცლილი ნაყარი ტვირთების სატვირთო მანქანებში ჩასატვირთად.
6. შპს ,,რმ-კომპანია,,-ს ჩიხში შესაძლენელია ღია კონტეინერების დაცლა ვაგონიდან კონტეინერების მოუხსნელად.
7. შპს ,,რმ-კომპანია ,-ს დირექცია რკინიგზაზე ათეულწლების მუშაობით დაგროვილი გამოცდილებით ჩიხში დაგახვედრებთ შრომისთვის და ვაგონების დაცლა-დატვირთვისთვის უსაფრთხო გარემოს და გაგიწევთ კონსულტაციას.