შპს ,,რმ-კომპანია,, ს მიმართულება წარმოადგენს საკუთარი რკინიგზის ჩიხით მომსახურება მესამე პირებზე. კომპანიის ჩიხში შესაძლებელია მშრალი ტვირთების დაცლა-დატვირთვის ოპერაციების განხორციელება. ქვემო ქართლის რეგიონი და ქალაქი რუსთავი სამრეწველო ზონაა და საჭიროებამ მოიტანა სარკინიგზო ჩიხის არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობდა ბევრ მცირე და დიდ ორგანიზაციას რომლებსაც არ გააჩნიათ თავისი მისასვლელი ლიანდაგი კომპანიის ჩიხში აწარმოონ ვაგონების დაცლა-დატვირთვის ოპერაციები. ჩიხში შესაძლებელია როგორც ნაყარი ასევე ღია მოძრავი შემადგენლობის და დახურული ვაგონების დაცლა დატვირთვა ამწე კრანის და ავტოკარის მეშვეობით. კომპანიის ჩიხში თვის განმავლობაში შესაძლებელია 400-500 ვაგონის დაცლა-დატვირთვის ოპერაციის ჩატარება.